დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
2გის ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"2GIS-Batumi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
"2GIS-Batumi" — ეს არის ინოვაციური, მუდმივად განახლებადი რუკებისა და ნავიგაციის პლატფორმა, რომელიც მალე გახდება საუკეთესო თანამგზავრი საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც სურს იმოძრაოს კომფორტულად, იმუშაოს ეფექტურად და სწორად მართოს დრო.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (საშუალო ჯამური ანაზღაურება: ₾2500-₾3000)
** სამუშაო ადგილი: ბათუმი - ცენტრალური უბანი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სამუშაო მოიცავს პარტნიორებთან შეხვედრებსა და ვიზიტებს)
შენი მთავარი პასუხისმგებლობები იქნება:
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო ზარებით ან პირადად;
** შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
** კლიენტებთან შეხვედრა, ხელშეკრულებების გაფორმება, ინვოისების მომზადება და შემდგომი ოპერაციების კონტროლი;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის წარმოება და განახლება;
** გრძელვადიანი, სანდო და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება/გაუმჯობესება;
** კომპანიის პროდუქტებისა და მათი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შედეგების შესახებ რეგულარული რეპორტინგი.
უნარები და თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი
** ყურადღება დეტალებზე და ორგანიზებულობა;
** პოზიტიურობა, კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პრეზენტაციებისა და მოლაპარაკების ჩატარების გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი.
შემოგვიერთდი 2GIS-Batumi-ს გუნდში და ერთად გავამარტივოთ ქალაქის ცხოვრება!
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: Hr@batumi.2gis.ge
|
|
|
|