Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს მოლარე-კონსულტანტს!

"ულტრა" უკვე 18 წელზე მეტია რაც მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. ჩვენ გვყავს ძლიერი საცალო და ონლაინ გაყიდვების ქსელი, სერვის ცენტრი და კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.

თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** კლიენტისგან თანხის მიღება და სალარო აპარატიდან ჩეკის ამოღებას;
** რეალიზებული საქონლის პროგრამული ასახვას;
** სასაქონლო ზედნადების და ფაქტურის ატვირთვა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარე;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ავლაბარი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@ultra.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე