Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
შპს "სანტე ჯი ემ თი პროდუქტების" პარტნიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თელავში.

ადგილმდებარეობა: ქ. თელავი
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე პროდუქციის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა;
** თაროზე პროდუქციის განლაგება, ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** ობიექტებზე წარმოდგენილი პროდუქციის მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და სისხარტე;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი.

კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 591 12 83 61 ან 032 2 241 241.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე