დასახელება:
ტექნიკური ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ნამი 8
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/
კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1400 + ბონუსი (შემდგომ ეტაპზე 1600 + ბონუსი)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** კომპანიის ტექნიკური გუნდის სტანდარტების და პროცედურების დაცვა/შესრულება.
** სამუშაოების დროულად და ეფექტურად შესრულება;
** ნებისმიერი დაზიანებულ აპარატის შეკეთება, დაზიანების ხარისხის და საჭიროების მიხედვით;
** ეთერზეთების და ფილტრების მომზადება (არომაკო & ნამი)
** აპარატების წმენდა და სუფთად შენახვის უზრუნველყოფა.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი: სასურველია ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია ინჟინერიის ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
უნარები:
** სამუშაო დროის სწორად დაგეგმვის და შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური ინჟინერი""
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|