Робота для біженців з України
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Bellhop
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "Wilbour Holding" ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

სასტუმროში ვეძებთ უსაფრთხოების ოფიცერს.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული; 12-საათიანი ცვლა (21:00-09:00), სამ დღეში ერთხელ
სახელფასო განაკვეთი: თვიური 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს/რესტორნის სტუმრებსა და თანამშრომლებთან
** ობიექტის ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება, ვიდეომონიტორინგის კონტროლი
** სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა დარღვევების იდენტიფიცირება
** ობიექტის თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, შიდა რეგულაციების შესაბამისად
** სტუმრების მიღება/გაცილება და მასპინძლობა
** სტუმართა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სასტუმროს ოთახების, ტარიფებისა და ობიექტზე არსებული სერვისების შესახებ, საჭიროებისამებრ
** ეფექტური თანამშრომლობა სასტუმროს/რესტორნის დეპარტამენტებთან, ცვლის გადაბარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კარგი საკომუნიკაციო უნარები
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** პასუხისმგებლიანობა

უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 305 580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე