Робота для біженців з України
მიმტანის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: Brod
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "Wilbour Holding" ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების გამასპინძლება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
** მენიუს ცოდნა და სტუმართა დაკვალიანება საჭიროებისამებრ
** შეკვეთის მონიტორინგი პროგრამაში/სისტემაში
** სარესტორნო სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
** კერძების სერვირება და გამოყენებული ჭურჭლის/ინვენტარის გადაადგილება საჭიროებისამებრ
** ეფექტური და დროული კომუნიკაციის დამყარება სტუმრებთან და გუნდის წევრებთან

აუცილებელი პირობაა ქართული ენის ცოდნა, ხოლო დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** განათლება F&B მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;

უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 305 580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე