დასახელება:
დემი შეფი
|
მომწოდებელი:
Brod
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "Wilbour Holding" ახორციელებს.
ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.
სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და სამზარეულოში ვეძებთ ახალ წევრებს, დემი შეფის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სახელფასო განაკვეთი: თვიური 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის/შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადებაში, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება
** სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
** ეფექტური თანამშრომლობა სასტუმროს/რესტორნის გუნდთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 305 580.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|