დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
გიგლსი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"გიგლსი" არის ვილბურ ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია;
ვილბურ ჰოლდინგის მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
"გიგლსი" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი - City Mall (Saburtalo/Gldani), Gallery Tbilisi, Tbilisi Mall, Giggles Concept Store (მონაცვლეობით)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თავაზიანი და სასიამოვნო, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან
** სათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის ტიპების, ფუნქციებისა და მახასიათებლების ამომწურავად ახსნა დაინტერესებული მომხმარებლებისთვის
** მომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
** გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება
** მარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 305 580.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|