Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი, უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი, უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: GT State
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო "GT STATE" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი.

გსურს კარიერა, სადაც შენი შემოსავალი შენს შრომაზეა დამოკიდებული?

გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო და გსურს დასაქმება მზარდ, პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში?

ეს ვაკანსია შენთვისაა!

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სტაბილურობით და კარგი რეპუტაციით.

რას გთავაზობთ?

** მიმზიდველი პირობები
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა
** ფიქსირებული ანაზღაურება მოგცემს სტაბილურობას, ხოლო მაღალი საპროცენტო ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია შენს შედეგებთან.
** მეგობრული და მშვიდი სამუშაო გარემო
** მხარდაჭერა გამოცდილი მენტორებისგან და პროფესიული ზრდა
** 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
** კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა
** შანსი, გახდე ერთ-ერთი წამყვანი აგენტი წამყვან კომპანიაში

გახდი ჩვენი გუნდის წევრი უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!

რას ვითხოვთ?

** ენერგიულობა და კომუნიკაციის უნარი
** საკუთარი დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** უპირატესობა მიენიჭება გაყიდვებისა და/ან უძრავი ქონების გამოცდილებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gtstate2020@gmail.com

ჩვენი გუნდი აუცილებლად გადახედავს თითოეულ განაცხადს და წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით მოკლე ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე