Робота для біженців з України
გაყიდვების ადმინისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქ.თბილისსა და ქ. ქუთაისში, ეძებს კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და დეტალებზე ორიენტირებულ გაყიდვების ადმინისტრატორს ქუთაისში

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები 10:00 - 19:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის ორგანიზებასა და კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობა
** უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება
** არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია (მიმოწერა, ზარები, შეხვედრები ოფისში) . დაინტერესებული პირების რეალურ მყიდველებად გარდაქმნა.
** შეხვედრების დაგეგმვა, კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტებზე, ბინების მდგომარეობაზე, ფასებზე და გადახდის პირობებზე
** კონტრაქტების ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია და დოკუმენტაციის დაარქივება
** CRM სისტემაში ინფორმაციის სწორად შეყვანა და განახლება
** სხვადასხვა განყოფილებებთან (იურიდიული, ფინანსური, მშენებლობა) კოორდინაცია გაყიდვების პროცესთან დაკავშირებით
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი გაუმჯობესების ინიციატივების გაზიარება
** კომპანიის მენეჯმენტისთვის გაყიდვების ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგს მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

რას გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** კომფორტული და მეგობრულ სამუშაო გარემო
** პროფესიულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** კონკურენტული ანაზღაურება და ზრდის პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: area.development.kutaisi@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე