Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქ.თბილისსა და ქ. ქუთაისში, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები 10:00 - 19:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და განვითარება, შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და დეპარტამენტში ეფექტური სამუშაო პროცესის ჩამოყალიბება
** სარეკლამო და PR აქტივობების მართვა, ბრენდის ცნობადობის ზრდისთვის
** პრესრელიზების, ბლოგების, სტატიების მომზადების უზრუნველყოფა
** გაყიდვების სტიმულირება
** ციფრული არხების (Google Ads, Meta Ads, SEO, Email Marketing, TikTok, YouTube და სხვ.) მართვა და შედეგებზე ორიენტირებული კამპანიების განხორციელება
** სოციალური მედიის არხების მონიტორინგი და რეაგირება (community management)
** მომხმარებელთა უკუკავშირის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა
** მედია პარტნიორებთან, ინფლუენსერებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობის ორგანიზება
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრა და ეფექტურად მართვა
** KPI-ების განსაზღვრა, შესრულება და ოპტიმიზაციის ღონისძიებების გატარება
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
** ბაზრის კვლევების ჩატარება და კონკურენტული ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით
** მარკეტინგის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში (performance marketing, SEO, Meta/Google/TikTok რეკლამა)
** გამოცდილება ინფლუენსერ და პარტნიორულ (affiliate) მარკეტინგში
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამები : MS office, google analytics, google ads, Tiktok ads, meta ads manager
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება
** გუნდის მართვის უნარი

რას გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** კომფორტული და მეგობრულ სამუშაო გარემო
** პროფესიულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** კონკურენტული ანაზღაურება, საბონუსე სისტემა და ზრდის პერსპექტივა
** მონაწილეობა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად
** რეალური შესაძლებლობა გავლენა მოახდინოთ კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: area.development.kutaisi@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე