დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქ.თბილისსა და ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები 10:00 - 19:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების შესაბამისად
** კომპანიის საბუღალტრო პოლიტიკის ფორმირება და კონტროლი
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** saras.gov.ge-ზე ანგარიშგებების წარდგენაში მონაწილეობა;
** დეკლარაციების (დღგ, მოგება, საშემოსავლო, ქონება და სხვა) დროული და ზუსტი წარდგენა
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
** კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების კონტროლი
** გადასახადების და აუდიტის ინსპექციების მხარდაჭერა და დოკუმენტაციის მომზადება
** შიდა ფინანსური და მენეჯერული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება / ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის ან მთავარ ბუღალტრის პოზიციაზე (სამშენებლო სექტორში გამოცდილება — უპირატესობა)
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამების (Oris) ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
რას გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** კომფორტული და მეგობრულ სამუშაო გარემო
** პროფესიულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** კონკურენტული ანაზღაურება და ზრდის პერსპექტივა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: area.development.kutaisi@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|