Робота для біженців з України
E-commerce მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: E-commerce მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას E-commerce მენეჯერის პოზიციაზე.

უფლება-მოვალეობები:

** კომპანიის ონლაინ გაყიდვების არხის მართვა და განვითარება;
** ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება გაყიდვების ზრდის მიზნით;
** ონლაინ შეკვეთების, მიწოდებების და მომხმარებლის უკუკავშირის პროცესის ზედამხედველობა;
** გაყიდვების ანალიტიკის კონტროლი;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და ინოვაციების მონიტორინგი;
** პარტნიორულ პლატფორმებთან მუშაობა, შეთავაზებების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება E-commerce ან ციფრული გაყიდვების მართვის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
• რითეილის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

კომპანია აგროჰაბი დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას, კონკუენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@agrohub.ge 2025 წლის 5 აგვისტომდე.

გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "E-commerce მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

მადლობა დაინტერესებისთვის!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე