Робота для біженців з України
მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კურიერი
მომწოდებელი: მერკური დელივერი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კომპანია "მერკური დელივერი" აცხადებს ვაკანსიას მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კურიერის პოზიციაზე, რომელიც საკურიერო მომსახურებას განახორციელებს სატვირთო მანქანით.

მერკური დელივერი უწევს საკურიერო მომსახურებას ონლაინ მაღაზია veli.store-ის, რომლის მიზანია მომხმარებლებს გაუმარტივოს ყოველდღიურობა და დაეხმაროს შეიძინოს ყველა სასურველი ნივთი ერთ სივრცეში.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით;
** მეწყვილესთან ერთად განახორციელოს მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მაცივარი, კონდენციონერი და სხვა) მიწოდება თბილისის მასშტაბით კარიდან კარამდე, კანონდებლობით დადგენილი ნორმების და შრომის უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს ტრანსპორტის გამართულად, წესების დაცვით უსაფრთხოდ მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება;
** აპლიკაციის სრულყოფილი ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პოზიციის შესაბამისი სხვა მითითებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** თბილისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა; C კატეგორიის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ფურგონის/სატვირთოს მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კანდიდატი უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებსა და აპლიკაციებს, მათ შორის რუკებს (მაგალითად google maps ან apple maps)

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი;
სამუშაოს საწყისი ლოკაცია: თბილისი - მუხიანი, რადიო ქალაქი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: delivery.jobs@veli.store
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მსხვილი ტექნიკის კურიერი"

კომპანია მერკური დელივერი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე