Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: მერკური დელივერი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კომპანია "მერკური დელივერი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

მერკური დელივერი უწევს საკურიერო მომსახურებას ონლაინ მაღაზია veli.store-ის, რომლის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განახორციელოს საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით;
** უზრუნველყოს ტრანსპორტის გამართულად, წესების დაცვით და უსაფრთხოდ მართვა;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება;
** აპლიკაციის სრულყოფილი ცოდნა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მითითების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** თბილისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კანდიდატი უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებსა და აპლიკაციებს, მათ შორის რუკებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი - მუხიანი, რადიო ქალაქი;
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

სამუშაო ცვლები:

I ცვლა - 08:30_15:00
II ცვლა - 11:30_19:00
III ცვლა - 14:30_22:00
IV ცვლა - 18:30_01:00
V ცვლა - 21:30_01:00

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: delivery.jobs@veli.store
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კურიერი

განცხადების მიღების ვადა: 30 აგვისტო.

კომპანია მერკური დელივერი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე