Робота для біженців з України
რეზერვაციების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების თანამშრომელი
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel and Casino
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: რეზერვაციების თანამშრომელი / Reservations Agent.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო და ელექტრონული ჯავშნების მიღება და დამუშავება;
** სტუმრებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ოთახებზე, ტარიფებზე და მომსახურებაზე;
** არსებულ კლიენტებთან, მათ შორის კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და ღონისძიებების დამგეგმავებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
** ჯავშნების დადასტურება, ცვლილებების შეტანა და გაუქმების მართვა;
** სხვადასხვა არხიდან (Booking.com, Expedia და სხვა) შემოსული რეზერვაციების მართვა და სინქრონიზაცია;
** მომხმარებელთა შეკითხვებზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურებებისა და ფასების ცოდნა და მომხმარებელთა ინფორმირება სწორად და დროულად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10
ანაზღაურება 1500 ლარი;
კვებით უზრუნველყოფა;
დაზღვევა.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე