დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"GROUND 84" ბრენდის შემადგენლობაში არსებული მილანური ბისტრო, რომელიც პოზიციონირდება იტალიური სამზარეულოსა და იტალიური უმაღლესი ხარისხის ყავის მიმართულებით კიდევ ერთ ახალ ლოკაციაზე- გლდანში გაიხსნა. კომპანია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს კვალიფიციურ კადრს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ფილიალის საოპერაციო პროცესების მართვა
** თანამშრომლების შერჩევა/დატრენინგება/ადაპტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ფილიალის მარაგებისა და პროდუქციის კონტროლი/შესყიდვა
** შეფ-მზარეულთან კოორდინირებული მუშაობა
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა/ სალაროს მართვა-კონტროლი
** თანამშრომლების ცვლების შედგენა/კონტროლი
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება/შედეგების ანალიზი
** კომპანიის ბუღალტერთან კოორდინირებული მუშაობა
** RS-ზე მუშაობა და ფილიალის შესყიდვების დოკუმენტური ვალიდურობის კონტროლი
** ფილიალის სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა/კონტროლი
** თანამშრომლების ჩეკლისტების შედგენა/წარმოება/კონტროლი
** HACCP სტანდარტის მიხედვით მუშაობის უზრუნველყოფა
საჭირო გამოცდილება და უნარები:
** ჰორეკა სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** სალარო პროგრამებში (სასურველია FINA) მუშაობის გამოცდილება
** შესყიდვების/გაყიდვების სრული ციკლის მართვის გამოცდილება
** ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ანალიზის უნარი
** სასურველია ყავისა და ალკოჰოლური სასმელის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
კომპანია გთავაზობთ:
** 8 საათიანი სამუშაო ცვლა დილის/შუადღის/საღამოს ცვლაში- რესტორნის სუპერვაიზერთან ერთად შეთანხმებით.
** კვებას სამუშაო ცვლის მანძილზე
** კორპორატიულ ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 2300 ლარს (net)
** ლოკაცია: გლდანი/ ი. ვეკუას ქუჩა (Gldani Plaza)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: Hrground84@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|