დასახელება:
ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"ჰიტეკო ჯგუფ"-ში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi ეძებს გუნდის წევრს პოზიციაზე: ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი.
პირობები:
** ლოკაცია: თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ. №4
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა - 4 დღეში ერთხელ
სასტუმროს სტრუქტურა მოიცავს:
** 27 სასტუმრო ნომერს
** რესტორანს
** საკონფერენციო დარბაზს
** გარე საცურაო აუზს
** ფიტნეს დარბაზსა და საუნას
მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** ოთახების მინიჭების პროცედურის წარმოება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ან სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება განაცხადის განხილვისა და ვაკანსიის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. ინფორმაციის განახლება, დამატება ან წაშლა შესაძლებელია წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იგივე ელფოსტაზე.
|
|
|
|