Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ლოიალტე
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე,
თბილისში.

"Loialte" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ, აუთსორსინგულ და საკონსულტაციო სერვისებს (https://www.loialte.com.ge).

"Loialte" პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ "Loialte"-ს მომსახურების უმაღლესი ხარისხი დადასტურებული და აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი შესაბამისობის შეფასება გრძელვადიან გეგმებთან, ბიუჯეტსა და პროგნოზებთან
** მოთხოვნისამებრ, ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
** გაყიდვების, მარჟების, ხარჯების და მომგებიანობის თვიური/კვარტალური და წლიური ანალიზი
** მომწოდებლების მიხედვით პროდუქტების/კატეგორიების მომგებიანობის სეგმენტაცია ABC/XYZ ანალიზით
** კომპანიაში დანერგილი პოლიტიკა-პროცედურებისა და პროცესების ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა
** ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება
** ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა
** კომპანიის ზრდასთან დაკავშირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების მომზადება
** კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** კომპანიის სხვადასხვა რგოლის მენეჯერებთან კომუნიკაცია
** ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაციასა და შესაბამისი პროცედურების დამუშავების პროცესში ჩართულობა
** ფინანსური და ბუღალტრული პროგრამების, პროცესების, მიდგომებისა და კონტროლის სისტემების დანერგვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა
** საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი/მაგისტრი ფინანსებში
** გამოცდილება: 2+ წელი ფინანსურ ანალიზში (სასურველია რითეილის ან FMCG სექტორში)
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** SQL, Power BI (სასურველია)
** რომელიმე ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება (SAP, Oracle, 1C, FMG)
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)

უნარები:

** ანალიტიკური უნარები
** ლოგიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათბი: 10:00-19:00
** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე