Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: არამექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების წარმოება საბუღალტრო სისტემა SAP-ში.
** საგადასახადო პორტალ RS.GE- ზე მუშაობა (დეკლარაციების შევსება);
** საბანკო გადარიცხვებისა და შესაბამისი გატარებების წარმოება;
** ყოველთვიური ხარჯების დროული აღრიცხვა.
** მომწოდებლებთან რეგულარული რეკონსილაციის წარმოება;

მოთხოვნები:

** ნებისმიერი ERP პროგრამის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება SAP-ში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო საათები 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
მისამართი: ისანი, ქეთევან დედოფლის 59

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე nata@aramex.com-ზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე