Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: მწვანე ქვეყანა
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
შპს "მწვანე ქვეყანა" აცხადებს ვაკანსიას სოცმედია მენეჯერის პოზიციაზე არასრულ განაკვეთზე.

შპს "მწვანე ქვეყანა" სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს საქართველოში პრემიუმ კლასის მზესუმზირას, მიწის თხილსა და ბურბუშელას სახელწოდებით "ბილიჩკა". კომპანია 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე საკვები პროდუქტების კატეგორიაში.

პირობები:

** კვირაში ორი სამუშაო დღე (თავისუფალი არჩევანი, წინასწარ შერჩეული 2 დღე)
** სამუშაო საათები: 10:00-19:00, სტანდარტულად 1 სთ შესვენება
** ანაზღაურება პირველი გამოსაცდელი თვე ხელზე 500 ლარი (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით)
** მეორე თვიდან 600 ლარი ხელზე (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით)

საქმიანობა მოიცავს:

** ოფისიდან მუშაობას, არ განიხილება დისტანციური რეჟიმი, ლოკაცია - დიღომი
** საკვები პროდუქტის 2 ბრენდის გვერდის სრულ მართვას, აქედან ერთი არის აქტიური, ხოლო მეორე შესაქმნელი. როგორც წესი ინბოქსი არ არის გადატვირთული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ციფრული არხებისთვის კონტენტის და საჭირო ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა, ძირითადად სამუშაო იქნება ვირტუალურ ფოტომასალაზე პოსტებისთვის Photoshop/Illustrator-ის და სხვა რელევანტური პროგრამების გამოყენებით;
** ციფრულ არხებზე კონტენტის განთავსება;
** ციფრული მედია არხების (Facebook, Instagram, Tik Tok, Youtube) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ქოფირაითინგის უნარები;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; შედეგებიდან გამომდინარე სამომავლოდ განვიხილავთ სრული განაკვეთის პოზიციასაც.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: Bilichka2@gmail.com ან დაგვიკავშირდით: +995 558 054 777
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე