დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბლექ სი მეტალ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი"-ის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების, წარმოება და იმპორტი საქართველოში ჰიპერმარკეტ "იდეა"- ს ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.
კომპანია " ბლექ სი მეტალ გრუპი"აცხადებს ვაკანსიას ბათუმში შესყიდვების (იმპორტის) სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, შედარება;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების კონტროლის უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციფიკის შესწავლა;
** შესყიდვის ობიექტზე ბაზრის კვლევის განხორციელება;
** მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა.
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროფორმების მიღება/შემოწმება;
** ლოჯისტიკის პროცესების მართვა-პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
** მომწოდებლებისთვის გადარიცხვების მომზადება და კონტროლი;
** შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება;
** საწყობებთან და ვაიზერებთან კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობის სპეციფიკის შესწავლა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მნიშვნელოვანი და არსებითი დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების (იმპორტის) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, Outlook);
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია თურქული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
** კარგი ზეპირ-სიტყვიერი და წერითი კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა.
** დისციპლინირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჯანმრთელობის დაზღვევა
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე Vacancy@Bsmg.ge და bsmginfo@gmail.com გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ რომ "შპს BS METAL GROUP" -მა 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც, ამასთან ჩვენთან გავლილი გასაუბრებები კონფიდენციალურია და არ საჯაროვდება.
|
|
|
|