Робота для біженців з України
რძის მწარმოებელ ფერმერთა ტექნიკური მრჩეველი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რძის მწარმოებელ ფერმერთა ტექნიკური მრჩეველი
მომწოდებელი: GBDC - საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისი" აცხადებს ვაკანსიას რძის მწარმოებელ ფერმერთა ტექნიკური მრჩევლის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ: საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისი (GBDC) და ფრანგ ფერმერთა ასოციაცია Fert-ი 2011 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით და ახორციელებს ქართულ-ფრანგულ ერთობლივ პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერების (მეცხოველეობის, მეკარტოფილეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით) დახმარებას მათი მეურნეობების განვითარებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: სოფლის მეურნეობის დარგში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია ინგლისური, რუსული, ფრანგული);
** მართვის მოწმობის ქონა (B კატეგორია).

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის გაკეთების უნარი;
** ჯგუფური შეხვედრების ორგანიზების, ტრენინგების ჩატარებისა და შეხვედრების მართვის უნარი.

მოვალეობები:

** საქმიანობის დაგეგმვა;
** ფერმერების მობილიზება;
** ფერმერების კონსულტირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** შეხვედრების ორგანიზება და ანიმირება;
** შესრულებულ საქმიანობებზე ანგარიშების წარდგენა და სხვა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
გამოსაცდელი პერიოდი: 1-დან 3-თვემდე.
მისამართი: საქართველო, ქ. ახალციხე გვარამაძის ქუჩა № 27

ორგანიზაცია იზრუნებს შერჩეული კანდიდატისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

სავალდებულოა დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე sophio.gelashvili5@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე