დასახელება:
PR სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Vestel
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
შპს "მატექს ჯორჯია", თურქული ბრენდის "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ეძებს კრეატიულ, კომუნიკაციის მოყვარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდელს PR სპეციალისტის პოზიციაზე.
შენი როლი ჩვენს გუნდში:
შენ იქნები ჩართული ბრენდის სარეკლამო კამპანიებში, შიდა და გარე კომუნიკაციის დაგეგმვასა და კრეატიული კონტენტის შექმნაში. იმუშავებ სოციალური მედიის, ღონისძიებებისა და ვიზუალური მასალის შექმნაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (PR, მარკეტინგი ან ბიზნესის ადმინისტრირება)
** გამართული მეტყველება და წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** Canva-ს ფლობა სავალდებულოა
** Adobe Photoshop/Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მსგავს პოზიციაზე ან სარეკლამო/კომუნიკაციების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 156, VESTEL-ის სათაო ოფისი
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი), 09:30-18:30
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@mateks.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "PR სპეციალისტი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|