Робота для біженців з України
ბუღალტერი - სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი - სტაჟირება
მომწოდებელი: GAC - საქართველოს აუდიტორული კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
შპს "GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" დაარსდა 2012 წელს, კომპანია ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: ფინანსური აუდიტი; საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა, იურიდიული მომსახურება, HR მომსახურება.

"GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი;
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 11:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრის დახმარება ყოველდღიურ ოპერაციებში;
** პირველადი დოკუმენტების შეგროვება და დამუშავება;
** მონაცემების შეყვანა საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორ-კრედიტორებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება;
** სხვადასხვა რეპორტის მომზადებაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საბუღალტრო ან ფინანსური მიმართულებით სწავლა ან კურსდამთავრებული;
** MS Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა;
** საბუღალტრო პროგრამის (ORIS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სურვილი ისწავლოს და განვითარდეს ბუღალტერიაში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: auditcompanygac@gmail.com 2025 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სტაჟირება ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე