Робота для біженців з України
ზეინკალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზეინკალი
მომწოდებელი: სამეფო მარცვალი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
შპს "სამეფო მარცვალი" აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე. ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ცვლაში
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 101.
** ანაზღაურება: 1800 (Net) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს საამქროს ტერიტორიაზე არსებული დაზგა-დანადგარების გამართული შეუფერხებელი მუშაობა;
** საამქროს ელექტრიკოსთან ერთად პერიოდულად აწარმოოს დაზგა-დანადგარების დათვალიერება, დაზიანებისა და ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზე აღმოფხვრას ისინი. თუ ავარიულად მწყობრიდან გამოსული დანადგარის ან მოწყობილობის აღსადგენად საჭიროა ტექნოლოგიური ციკლის შეჩერება, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საამქროს ხელმძღვანელობას;
** სისტემატურად განახორციელოს დაზგა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და მათზე პროფილაქტიკური სამუშაოები: დროულად მოახდინოს დანადგარების ჯაჭვურ და ღვედურ გადაცემებში მოძრავი ნაწილების შეზეთვა;
** დაზგა-დანადგარების შეკეთება;
** დაზგა-დანადგარების მდგომარეობის შესწავლა და საჭირო მარაგ-ნაწილების განსაზღვრა;
** საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (წისქვილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე info@bevrili.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 579 22 03 22.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე