დასახელება:
დახარისხების ცენტრის დამხმარე
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას დახარისხების ცენტრის დამხმარეს პოზიციაზე მომსახურების ხელშეკრულებით.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დიდ დიღომი, ფარსადანის ქ. 10
დღიური ანაზღაურება: 70 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება, პროგრამულად აღრიცხვა და დახარისხება
** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა
** კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა
** საკურიეროში მიღებული გზავნილების რეესტრების მიხედვით შემოწმებას და მათ აღრიცხვის
** უზრუნველყოფა შესაბამისი წესის დაცვით
** გასაგზავნი გზავნილების დახარისხება/გაგზავნის უზრუნველყოფა
** ტვირთების ატვირთვა-ჩამოტვირთვა
** ამანათების დახარისხება მისამართების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა
** Excel მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელმისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 23 აგვისტომდე.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|