Робота для біженців з України
პროექტების უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: C-Team Management Consulting
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"C-Team Management Consulting"-ის გუნდში პროექტების უმცროს მენეჯერს ვეძებთ!

ჩვენ გვჭირდება გამჭრიახი და ორგანიზებული ადამიანი, რომელსაც ექნება კომუნიკაციის კარგი უნარი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად საინტერესო პროექტების წარმართვის მოტივაცია.

ჩვენ ვართ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში. კომპანიაში გვაქვს მეგობრული და საინტერესო სამუშაო გარემო. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს და Facebook გვერდს.

აღნიშნული პოზიცია მოიცავს ინოვაციურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს, რაც თანამშრომელს სწრაფი და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს საკონსულტაციო პროექტებში აქტიური მონაწილეობა, რაც გულისხმობს პროექტის ფარგლებში მიმდინარე დავალებების დროულ და ხარისხიან შესრულებას
** პროექტის სუბ-პაკეტების მართვა
** პროექტის ფარგლებში საჭირო მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და დასკვნების მომზადება
** Power Point-ში პრეზენტაციების დამზადება
** ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება

ძირითადი უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მუდმივი განვითარების სურვილი
** ანალიტიკური აზროვნება
** სხარტი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრაცია, ფინანსური მართვა, ეკონომიკა)
** MC-Office-ის პროგრამების სიღრმისეული ცოდნა (Power Point, Excel, Word)
** ინგლისური ენის ცოდნა
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (პროექტების მართვის/ საკონსულტაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია)

რას გთავაზობთ ჩვენ:

** C-Team-ის პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საქართველოს წამყვან კომპანიებში, სრული ჩართულობა, შემდეგი მიმართულებებით:
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
** კომპანიის ეფექტიანობის შეფასება
** ბაზრის კვლევა
** კომპანიისთვის სტრატეგიული გეგმის/ბიზნეს გეგმის შემუშავება
** ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი და ოპტიმიზაცია
** საკვანძო ინდიკატორების (KPI-Key Performance Indikators) სისტემის განვითარება და დანერგვა
** საქართველოს წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა
** C-Team-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა და მათ მიერ ცოდნის მუდმივი გაზიარების მეშვეობით სწრაფი პროფესიული ზრდა
** მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@c-team.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე