Робота для біженців з України
პროექტის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის სტაჟიორი
მომწოდებელი: C-Team Management Consulting
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"C-Team Management Consulting"-ის გუნდი ეძებს მოტივირებულ, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ და შრომისმოყვარე ახალ წევრს პროექტის სტაჟიორის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში. კომპანიაში გვაქვს მეგობრული და საინტერესო სამუშაო გარემო. გვყავს განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული შეკრული გუნდი, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად სჭირდება ახალი გუნდის წევრი, რომელიც სწრაფად გაითავისებს კომპანიის კულტურას.

აღნიშნული პოზიცია მოიცავს ინოვაციურ და მრავალფეროვან პროექტებში სრულ ჩართულობას, რაც გუნდის ახალი წევრისთვის სწრაფი და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობაა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება, ანალიზი და დასკვნების მომზადება;
** Power Point-ში პრეზენტაციების მომზადება;
** შემუშავებული დოკუმენტების ფორმატირება და კორექტირება;
** პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მუდმივი განვითარების სურვილი;
** სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** რამდენიმე პროექტზე/დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსური მართვა, ეკონომიკა)
** MC-Office-ის პროგრამების სიღრმისეული ცოდნა (Power Point, Excel, Word)
** ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს წამყვან კომპანიებში მიმდინარე პროექტებში სრულ ჩართულობას და ტოპ-მენეჯმენტთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** C-Team-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას და მათ მიერ ცოდნის მუდმივი გაზიარების მეშვეობით სწრაფ პროფესიულ ზრდას;
** მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებად 3 თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის წარმატებით გადალახვის შემდეგ კანდიდატს შევთავაზებთ პროექტის ასისტენტის პოზიციას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@c-team.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე