Робота для біженців з України
მედიახელოვნების ფაკულტეტის უფროსი კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიახელოვნების ფაკულტეტის უფროსი კოორდინატორი
მომწოდებელი: სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მედიახელოვნების ფაკულტეტის უფროსი კოორდინატორის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 2070 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი განათლების მენეჯმენტის მიმართულებით.
** აუცილებელია ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები (B2; C1)
** განათლების ექსპერტის, ხარისხის სამსახურის მენეჯმენტის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** აუცილებელია კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების Ms Word, Ms Excel კარგად ცოდნა;
** საჭირო კომპეტენცია და უნარები
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის კულტურა

ძირითადი მოვალეობები:

** ფაკულტეტის დეკანთან ერთად ორგანიზებას უწევს ფაკულტეტის სამეცნიერო და სასწავლო სტრუქტურის, ფაკულტეტის დებულების და განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებას ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის;
** ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შედეგების ანალიზს და რეაგირებას რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
** პასუხისმგებელია კურიკულუმის შესაბამისად სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენაზე ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის.
** უზრუნველყოფს აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის სემესტრული დატვირთვის ბადის შემუშავებას ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის და წარუდგენს მას ფაკულტეტის საბჭოს.
** მონიტორინგს უწევს ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის, სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის პროცესს და ფაკულტეტის ადმინისტრაციას დადგენილ ვადებში აწვდის ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა სიას.
** ადგენს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკას და ყოველწლიურად წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
** სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე აწარმოებს კურსდამთავრებულთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დანართებს, ცნობებს, რეკომენდაციებს, ინდივიდუალურ აკადემიურ ბარათებს (სემესტრული ნიშნები) და სხვა საჭირო დოკუმენტებს.

დაინტერესებულმა პირებმა 28 ივლისამდე გამოგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე