Робота для біженців з України
კომერციული კონტრაქტებისა და ანალიტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული კონტრაქტებისა და ანალიტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას კომერციული კონტრაქტებისა და ანალიტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული ხელშეკრულებების ეფექტური მართვა: მომზადება, ადმინისტრირება და არქივირება;
** სავაჭრო პარტნიორებთან შეთანხმებული პირობების კონტროლი;
** ფინანსურ-სტრატეგიული ანალიტიკის უზრუნველყოფა;
** ბაზრისა და კონკურენტების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი;
** გაყიდვების ყოველდღიური მონაცემების მოწოდება რეგიონების, სავაჭრო არხის და დასახელების მიხედვით;
** ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების, ფასდაკლებების, ბონუსებისა და შესყიდვების მონაცემების ანალიზი;
** მონაცემთა ბაზების მართვა კონტრაქტების და კომერციული პირობების შესახებ;
** თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და გაყიდვების დეპარტამენტებთან;
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია
** ანაზღაურება (ფიქსირებული): 3 500 ლ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე