დასახელება:
IT სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
ჯერარსი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას IT სტაჟიორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. 2ა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00-დან 18:00-მდე)
გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაოს აღწერილობა:
IT სტაჟიორი იქნება ჩართული კლინიკის შიდა ტექნიკური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერაში. იგი იმუშავებს IT გუნდის ხელმძღვანელის მენტორობით და უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემების, ქსელური ინფრასტრუქტურის, გამართულობას.
ძირითადი მოვალეობები
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** მცირე ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
** კლინიკაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება და ტესტირება;
** IT მხარდაჭერის შეტყობინებებზე რეაგირება და მომხმარებელთა დახმარება;
მოთხოვნები
** ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ან შესაბამისი მიმართულების სტუდენტი/კურსდამთავრებული;
** ტექნიკურად ორიენტირებული აზროვნება და დაინტერესება IT ინფრასტრუქტურით;
** საბაზისო ცოდნა ოპერაციული სისტემების;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "IT სტაჟიორი", ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|