დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
კლეან ვოშ ჰორეკა
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
შპს "კლეან ვოშ ჰორეკა" არის ქართული მწარმოებელი კომპანია რომელიც ქიმიურ საწმენდ საშუალებებს აწარმოებს, ამავდროულად სთავაზობს მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს დამატებითი საწმენდი და ჰიგიენური პროდუქციის სახით . ჩვენ ვთანამშრომლობთ რესტორნებთან, სასტუმროებთან და სავაჭრო ობიექტებთან . ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით, უსაფრთხოებითა და ევროპული სტანდარტების შესაბამისობით, ხოლო ადგილობრივი წარმოება და ოპერატიული ლოგისტიკა უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას და სანდო მომსახურებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00
სახელფასო განაკვეთი: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები გაყიდვებიდან (1700-3000+ ლარი)
დასვენება კვირაში 2 დღე: შაბათ-კვირას
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კლიენტებთან ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (რესტორნები, მაღაზიები და ა.შ);
** პროდუქციის რეალიზაციის საბუთის შექმა მობილური აპლიკაციით (ადგილზე შესწავლით);
** ახალი კლიენტების მოძიება;
** დოკუმენტების გაფორმება;
** CRM სისტემასთან დაანგარიშება (ადგილზე შესწავლით);
** კოორდინაცია ოფისთან, ლოგისტიკასთან და საწყობთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** სასურველია გაყიდვების გამოცდილება;
** ტელეფონის საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია ქართული ენა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ავტომობილის ყოლა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსები გაყიდვებიდან (1700-3000+ ლარამდე);
** საწვავისა და მობილური პაკეტების ღირებულების ანაზღაურება;
** მეგობრული გუნდი და მხარდაჭერა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
I ეტაპი: გასაუბრება
II ეტაპი: ანაზღაურებადი 3-დღიანი სტაჟირება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 550 000 193, ორშაბათი-შაბათი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ჩვენი გუნდი მზად არის დეტალურად გაგაცნოთ ვაკანსიის პირობები და გაგიწიოთ საჭირო კონსულტაცია.
|
|
|
|