Робота для біженців з України
დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5;
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა);
** ანაზღაურება: 2031 ლარი (დარიცხული).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული და ბეჭდური მასალის ვიზუალების მომზადება;
** მარკეტინგული მასალებისთვის და მიმდინარე აქტივობებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში ** ჩართულობა ორგანიზაციის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად;
** ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება ხელით, ან/და პროგრამების გამოყენებით;
** ინფოგრაფიკების შექმნაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულება;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება და კომუნიკაცია სტამბასთან;
** უფროს დიზაინერთან კოორდინირებული მუშაობა;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2);
** უმაღლესი განათლება (სასურველია).

ქცევითი კომპეტენციები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 3 აგვისტოს ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიზაინერი").

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე