Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=652248&print=yes&view=jobs
 
შოურუმის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Anat Amoroso Fashion
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"Anat Amoroso Fashion" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და მოდის მოყვარულ კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება მომხმარებლებთან კომუნიკაციაში და შეუყვარდება ჩვენი შოურუმის ატმოსფერო.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და სტილსზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობა
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ფიქსირებული ანაზღაურება:
** გამოსაცდელი ვადით: 60 ლარი დღიურად + ბონუსი გაყიდვებიდან
** შემდგომ: 70-80 ლარი დღიურად + ბონუსი გაყიდვებიდან
(შოურუმში საშუალო შენაძენი 400-700 ლარს შორის მერყეობს, რაც გულისხმობს საკმაოდ კარგ ბონუსს)
** გრაფიკი: 3/3, სამუშაო საათები: 11:00-20:00 (1 საათიანი შესვენება)

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენა — მშობლიური
** ინგლისური — მინიმუმ სასაუბროდ
** რუსული — ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციის უნარი და თავაზიანი დამოკიდებულება მომხმარებელთან
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** გამოცდილება მომსახურების სფეროში — სავალდებულოა

მოვალეობები:

** შოურუმში სტუმრების მიღება და მომსახურება
** მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა
** სამუშაო პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა
** პროდუქციის პრეზენტაცია და მცირე დოკუმენტური საქმეების წარმოება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: anat.amoroso@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია