დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
სვიფტმარტი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"სვიფტმარტი" წარმოადგენს მინი მარკეტებისა და ვეიპ შოპების ქსელს
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შალვა დადიანის 20, ორბელიანის მოედანი (ფხოვის 3);
სამუშაო განრიგი: 10:00 საათიდან 23:30-მდე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება);
ასევე გვესაჭიროება კადრი მესამე ობიექტზეც: მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი ლევან ჩარკვიანის 8, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე;
ანაზღაურება: დღეში 60 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი და მაღალ ხარისხიანი მომსახურება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** პროდუქციის მიღება-განთავსება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ერთი ენის ცოდნა მაინც აუცილებელია);
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე HR@busa.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
მოგახსენებთ, რომ შპს "სვიფტმარტი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "სვიფტმარტის" მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "სვიფტმარტის" მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: HR@busa.ge
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
|
|
|
|