დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
შპს "G&A GROUP" წარმოადგენს მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერასა" და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით მასალების და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადების მიღება და შედარება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და შევსების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით;
** კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** სავალდებულო რუსული და ქართული ენების ცოდნა (მენეჯერი მხოლოდ რუსულად საუბრობს, სამუშაო საკითხები რუსულ ენაზე წყდება)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სავალდებულო გამოცდილება საკვებ პროდუქტებთან (სასურსათო პროდუქტების საცალო ვაჭრობა, საბითუმო კომპანია, HoReCa) 1 წლიდან
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|