დასახელება:
კურიერი საკუთარი ავტომობილით
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით) თბილისში შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება;
** ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი;
** მოძრაობის წესების და უსაფრთხოების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** ქალაქის ქუჩების ცოდნა;
** მოძრაობის წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** დღიური ანაზღაურება: ფიქსირებული თანხის ოდენობა+საწვავი, ან/და გამომუშავებით.
** თვიური ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი + საწვავი
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელმისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 22 აგვისტომდე.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|