Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=652226&print=yes&view=jobs
 
ბექ-ოფისის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ-ოფისის ოპერატორი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1350 ლარი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი -11:00 -19:00, შაბათი - 12:00-დან 17:00-მდე;
** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიეროში საფოსტო გზავნილების (დიდი ტვირთების) მიღება-დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა;
** კურიერებზე განაწილება;
** მომხმარებლისაგან მიღებული გზავნილების დამუშავება და გაგზავნის ხელშეწყობა;
** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა;
** კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 22 აგვისტომდე.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია