დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით) თბილისსა და რეგიონებში.
ძირითადი მოვალეობები:
** სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით ამანათების გადაადგილება სხვა და სხვა ლოკაციაზე.
** ამანათების დაუზიანებლად ატვირთვა და ჩამოტვირთვა და დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება;
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ყველა კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** მოძრაობის წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
კატეგორიები და პირობები:
** მძღოლი თბილისში საკუთარი ავტომობილით (ფორდ ტრანზიტი), მომსახურების ხელშეკრულებით, დღეში 150 ლარიდან+ საწვავი.
** მძღოლი თბილისი-მარნეული საკუთარი ავტომობილით (ფორდ ტრანზიტი), შრომითი ხელშეკრულებით, ანაზღაურება 2000 ლარი.
** მძღოლი ქუთაისში საკუთარი ავტომობილით (ფორდ ტრანზიტი ან სპრინტერი), შრომითი ხელშეკრულებით, ანაზღაურება 2000 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 22 აგვისტოსი.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|