დასახელება:
პოს ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას პოს ტექნიკოსის თანამდებობაზე აჭარის რეგიონში.
კანდიდატის საცხოვრებელი ლოკაცია უმჯობესია იყოს ქობულეთი ან/და ბათუმი.
ძირითადი მოვალეობები:
** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტზე;
** ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ხარვეზების აღმოფხვრა;
** მომსახურე პერსონალის ტრენინგი.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა - სავალდებულო;
** ავტომობილის ფლობა - სავალდებულო.
უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
სამუშაო საათები: 10:00-20:00, ცვლების მიხედვით, კვირაში არაუმეტეს 40 საათი;
დასვენების დღე: 1 სრული და 1 ნახევარი დღე.
სამუშაო სრულდება დასაქმებულის კუთვნილი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: ხელფასი 1000 ₾ ხელზე, ბონუსი 300 ₾ ხელზე, ავტომობილის იჯარის თანხა 240 ლარი ხელზე.
საგამოცდო ვადა: 6 თვე, გამოსაცდელი ვადის შემდეგ გათვალისწინებულია ხელფასის ზრდა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@gc.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "პოსტექნიკოსი-აჭარა").
|
|
|
|