Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=652153&print=yes&view=jobs
 
შიდა საწარმოო კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა საწარმოო კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) საწარმოებში.

8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას შიდა საწარმოო კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ცვლიანი განრიგი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დადგენილი პროცედურების შესაბამისად, საწარმოო პროცესების მიმდინარეობის კონტროლი;
** შიდასაწარმოო კონტროლის ტესტების ჩატარება შესაბამის ხელსაწყოებზე;
** ტესტირების პროცესში მიღებული ტექნოლოგიური პარამეტრების მონაცემების შესაბამისობის მონიტორინგი სპეციფიცირებულ მაჩვენებლებთან და დოკუმენტირება;
** საწარმოო დოკუმენტაციის, ჟურნალების/ფორმების შევსება, შევსებული ფორმების სისწორისა და სისრულის შემოწმება და კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლება;
** ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო (მაგ. "კარგი წარმოების პრაქტიკა") და თანამდებობასთან შესაბამისი, ადგილობრივი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია GMP მოთხოვნების ფარმაცევტულ საწარმოში ან ხარისხის მართვის სისტემაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა, მოწესრიგებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალების მიმართ ყურადღების უნარი;
** კოლეგიალობა და გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 15 აგვისტოსი. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია