დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბენე კომფორტი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შემომავალ ზარზე მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვით;
** სპეციალურ პროგრამაში ჩიპების დამატება და მიღება ჩაბარების-გაფორმება;
** საინფორმაციო sms შეტყობინებების გადაგზავნა;
** პერიოდულად მობინადრეების ბაზების განახლება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი".
კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|