დასახელება:
საწყობის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ელთიბი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარეს თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.
"ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ლოკაცია: თ. ერისთავის ქ. 21 ბ, ქინძმარაულის 5/10
სამუშო პირობები:
** ორშაბათი-პარასკევი: 09:50-18:00; შაბათი: 09:50-14:00;
** დასვენება: კვირა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის მიღება და დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთის მომზადება;
** გაყიდული პროდუქციის კლიენტის მანქანასთან მიწოდება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ თვითმცლელი მანქანით (პაგრუშიკით) მუშაობა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
** თიმ ბილდინგი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. ან/და მოგვწერეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით!
|
|
|
|