Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=652075&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი.

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou-ს და ქალის თეთრეულის ერთ-ერთი წამყვან ბრენდს Triumph-ს.

"გეფა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

სს "გეფა" -ს მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო კონცეფციების, სცენარების და დიზაინის საკითხების შემუშავებაში მონაწილეობა;
** აფთიაქის ინტერიერ-ექსტერიერის ფორმირება-დამზადებაში მონაწილეობა (სტიკერი, ბანერი, შავ-თეთრი ფოტოები, ბეიჯები);
** სარეკლამო და სასაჩუქრე მასალების პოლიგრაფიულ საკითხების მომზადებაში მონაწილეობა (ფასმაჩვენებლები, ვობლერები, პოსტერები, ფლაერები, ვაუჩერები);
** ღონისძიებების, სადღესასწაულო ინვენტარის და აქციების მომზადებაში მონაწილეობა;
** სეზონური აქციებში ჩართულობა - საჭირო მასალის მოძიება და მოლაპარაკება მომწოდებლებთან;
** პერიოდულად აფთიაქებში ვიზიტი და მარკეტინგული თემების მონიტორინგი;
** ქსელის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, დავალებების მონიტორინგი და მენეჯმენტი;

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?

** უმაღლესი ან არასრული განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მარკეტინგის მიმართულებით ან სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?

** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს სწრაფად ათვისების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშობის უნარი;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/v1VZnXKb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია