დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ბიოდიზელი ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
ჰოლდინგ "ბიოდიზელი ჯორჯია"-ში შემავალი კომპანია "ალტერვეისტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. 10:00-19:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობა;
** პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
** სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** სხვა ბუღალტრული გატარებები, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში (სასურველია);
** კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის ერთიდან სამ წლამდე გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ბუღალტრის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge. და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|