დასახელება:
დღის მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ექსპრეს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.
შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 100 -მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეას ბოლოს ავტობანთან
სახელფასო რეინჯი: 750 ლარი (net) + ბონუსი,
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, შეთანხმებით ცვლებში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროსთან მუშაობა;
** სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია apex-ის პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** გამოცდილება არ არის აუცილებელი
პიროვნული მახასიათებლები:
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00-დან 18:00-მდე)
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-კონსულტანტი ქუთაისში.
შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|