Робота для біженців з України
შეფ დე პარტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს -რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას")

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი/სასტუმრო Grand Gloria
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ყველა საკვები პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** პასუხისმგებელია ყველა სექციის სისუფთავესა და ჰიგიენაზე და დანადგარების გამართულობაზე;
** პასუხისმგებელია სექციების მოწყობასა და ფუნქციონირებაზე, ასევე მომუშავე პერსონალის ტრენინგზე, განვითარებასა და ზედამხედველობაზე;
** გააკონტროლოს პროდუქტების მარაგი და მათი ბრუნვა სამზარეულოებს შორის;
** ყოველდღიურად შეამოწმოს რესტორნის რეზერვაციები მომდევნო ორი დღის ჩათვლით;
** შეასრულოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ვალდებულება დავალების ან საჭიროებისამებრ;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 22 აგვისტო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@grandgloria.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "შეფ დე პარტი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე