Робота для біженців з України
დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება;
** საქმიანი კორესპონდენციის მართვა, ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** აქტიური ჩართულობა დირექტორის მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და სხვადასხვა მიმდინარე პროცესში;
** კომპანიის სტრატეგიული გეგმების შესრულებაში ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
** დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
** დირექტორის დავალებით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება;
** დირექტორის დანარჩენ ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო საჭიროებებზე რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და განვითარების სურვილი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@dubex.ge (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე