Робота для біженців з України
აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს აუდიტორის ვაკანსიას თბილისში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, თბილისი, ს.ცინცაძის N24ა.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:

** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ (ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან.

კომპანიის ბიზნეს პროცეს (ებ)ის აუდიტის წარმართვა:

** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
** შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;

პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება:

** პროცესში დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესაფასებლად საჭირო კონტროლის ტესტების განსაზღვრა;
** შემოწმების მასშტაბის განსაზღვრა;
** შემოწმების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება/შესაბამის დეპარტამენტთან/სამსახურთან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის გენერირება;
** შემოწმების განსახორციელებლად შერჩევის მეთოდის განსაზღვრა საუკეთესო გამოცდილებაზე/გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** პროცესის შესამოწმებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა;
** შემოწმების პროცესის დროში გაწერა;
** პროცესის შემოწმების გეგმის/პროგრამის ან გეგმაში ცვლილების განხორციელების შეთანხმება დეპარტამენტის დირექტორთან.

შემოწმების პროცესის წარმართვა:

** კონტროლის მექანიზმების ტესტირება;
** შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
** აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ (ებ)თან.
** შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა.
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება "Big4"-ში სამუშაო გამოცდილებას) ან/და შიდა აუდიტის/შიდა კონტროლის მიმართულებით სამედიცინო ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office-ის (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, MS project და SQL პროგრამების ცოდნა;
** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები და ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Snap Fitness და Lumos Yoga-ბენეფიტი;
** "საქართველოს კლინიკების", "ვიანის" და "ევექსის" ქსელის ნებისმიერ დაწესებულებაში გეგმური ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, 50%-იანი თანაგადახდით;
** მედიკამენტები და პარაფარმაციის პროდუქტები 15-30% -იანი ფასდაკლებით ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში;
** ულიმიტო სტომატოლოგიური მომსახურება "ნიუ-დენტში";
** ლაბორატორიული კვლევები "მეგალაბში" 50%-იანი ფასდაკლებით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 აგვისტო, 2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "აუდიტორი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე